გამომცემელი – ვინც გამოაქვეყნებს, გამოუშვებს, დაბეჭდავს, გამოსცემს
რთული ჟესტის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“ – იდაყვში მოხრილი ხელით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელის თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილშია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.