გამოლაგება – გამოწყობა, გამოდგმა, გამოტანა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით, ზევით წამოწევისას თითები თანაბრად იხრება ზედა ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.