გამოკვრა

10

გამოკვრა  რამეზე მიკვრა, დამაგრება, სარჩულის გაკეთება შიგნით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ნაჭერი“ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „მიკვრა“  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.