გამოკვება – საკვების, საზრდოს მიცემა, საჭმლის ჭმევა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.