გამოხმაურება – 1. ძახილზე ხმის გაცემა, 2. დამოკიდებულების გამომჟღავნება
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და შუბლთან მიტანილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ; მომდევნო ფაზაში მხრების დონეზე განთავსებული ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ბოლო ფაზაში ხელი ყურთანაა განთავსებული, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.