გამოძინება – ძილის მოთავება
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი სახისკენ მოძრაობს და ეხება ლოყას, ჟესტს ახლავს მიმიკა დახუჭული თვალებით, მომდევნო ფაზაში გახელილია თვალები, ქვევით მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ხელი ზევით, სახისკენ მოძრაობს და ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.