გამხმარი

4

გამხმარი    გამომშრალი, გამოფიტული ხე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“    მხრების დონეზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ხელი იდაყვშია მოხრილი, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით ქვევითაა მიმართული და თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშრალი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.