გამხმარი – გამომშრალი, გამოფიტული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მცენარე“ – იდაყვში მოხრილია ხელები, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშრალი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები ორივე ხელზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.