გამხდარი – მჭლე, სუსტი აღნაგობის ცხოველი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, ხელები ერთმანეთს ეხება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.