გამეფება – მეფედ გახდომა, მეფედ დასმა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბატონი“ / „მეფე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს ზემოთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ – მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გვირგვინი“ – საფეთქლების ზემოთ განთავსებულია ხელები სხეულისკენ მიმართული ხელისგულებით, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.