გამართლება – მართლად მიჩნევა, უდანაშაულოდ აღიარება
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „სიმართლე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება სახეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწორი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ძ-კონფიგურაციით: გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.