გამანადგურებელი – გამაოხრებელი, აღმომფხვრელი, მომსპობი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური
სიტყვა-ჟესტი „აფეთქება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელები სწრაფად მოძრაობს ზემოთ და განზე, მხრებისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – წინ მიმართულია ხელისგულები, მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.