გამაგრილებელი

10

გამაგრილებელი  სიგრლის მომგვრელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გაგრილება“     ხელისგულები ზევით მიმართულია გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.