გამაგრება – გამყარება, გამტკიცება, მაგრად ქცევა, სიმაგრის შემატება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ – ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რკინა“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით ქვევით მოძრაობს და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელის თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.