გამაერთიანებელი – შემაერთებელი, გამამთლიანებელი, შემაკავშირებელი; შემამჭიდროებელი, მაერთებელი
ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაერთიანება“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით წამოწეული თითებით, ხელები მაჯაში ტრიალდება შიდა მიმართულებით, მომდევნო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ქვევით დაშვებული თითებით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ქვევით დაშვებული, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და წრე აისახება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.