გაგლეჯა – რამის ხელით გაყოფა, დანაწილება
ორხელიანი, ასიმეტრიული ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ორივე ხელის თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, ხოლო ნეკი და ცერი ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.