გაღიზიანება – 1. ფიზიკური აღგზნების გამოწვევა 2. გამიზეზება (სატკივრის, წყლულის, ჭრილობის) 3. გაბრაზება გაცხარება, განერვიულება,
ნერვების აშლა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძგი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექორიის მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნერვების აშლა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელის თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა და ხელები მონაცვლეობით ეხება მკერდს, ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.