გაღიმება – ღიმილის მოგვრა, ღიმილის გამოწვევა, ღიმილი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ტუჩებთან მიტანილი საჩვენებელი თითებით სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზემოთ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზემოთ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.