გადაჩვევა

3

გადაჩვევა    ჩვევის მოშლა, გადაგდება, მიტოვება, დავიწყება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩვევა“   ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული ხელი მიდებულია ბაგეებთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.