გაჩუმება

3

გაჩუმება ლაპარაკის (ხმაურის, ტირილის, სიმღერის…) შეწყვეტა, ხმის გაკმენდა, დადუმება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „პირი“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.