გაჩერება – 1. მოძრაობის, მოქმედების შეწყვეტა, შეჩერება; 2. ადგილი, სადაც ტრანსპორტის რაიმე საშუალება ჩერდება მგზავრების ასასვლელ-ჩამოსასვლელად
ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, იმავე კონფიგურაციით წინ მიმართული მარჯვენა ხელი განთავსებულია მარცხენა ხელისგულის ზურგზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.