გაჩანაგებული

10

გაჩანაგებული    განადგურებული, გაპარტახენული, გავერანებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განადგურება“ / „გაფუჭება“- ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად და ხელი ზედ ადევს გაშლილ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ –  მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული ც-კონფიგურაციით: გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი და შეტყუპებული თითებით ქვემოთააა მიმართული, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.