გაბედული – თამამი, მამაცი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაბედვა“ / „გმირი“ – ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.