გაბედნიერებული

2

გაბედნიერებული  ის ვინც გაანედნიერეს, ბედნიერება ვისაც მიანიჭეს  

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედნიერება“   ხელისგულები წინაა მიმართული, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ფალანგებში გაშლილი თითების წვერები რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობით ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინიჭება“ სხეულისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ და ზევით მიმართულია  ხელისგულები, საჩვენებელი თითები ზევითაა მიმართული; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.