ესტრადა

9

ესტრადა  მსუბუქი მუსიკის ფორმა,  საკონცერტო სანახაობანი ღია სცენაზე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სიმღერა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.