ესპანელი

8

ესპანელი    ესპანეთის მცხოვრები, მკვიდრი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ესპანეთი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ლოყას თვალთან და ქვევით მოძრაობს, შემდეგ საჩვენებელი თითი იმავე მოძრაობას ასრულებს მარჯვენა მხარეს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.