ეფექტური – ეფექტის მქონე, სასურველი შედეგის მომცემი, ქმედითი, შედეგიანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ლოყას თვალთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეფექტი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.