ენძელა – გაზაფხულის პირველი ყვავილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერით და საჩვენებელი თითით შეკრულია წრე და ხელი ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა იდაყვთან განთავსებული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით დაშვებული თითებით, იდაყვში მოხრილი მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.