დუქანი _ წვრილი სავაჭრო ან პატარა სასადილო
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერებით და საჩვენებელი თითებით გამოსახულია ოთხკუთხედის ფორმა, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
