დაზოგვა _ მომჭირნეობის გაწევა, გამოზოგვა, ყაირათიანად ხარჯვა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.