დათესვა

4

დათესვა  _   თესლის (მარცვლის, კურკის) მიწაში ჩაგდება, ჩაბნევა  აღმოსაცენებლად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თესვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის ორჯერადი (ან სამჯერადი)  მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.