დასრულება _ დამთავრება, გათავება, მოთავება, დაბოლოება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხნივ მიმართულია ოდნავ ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით და გაშლილი თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.