დასმენა _ დაბეზღება, მტრობით სხვისთვის შეტყობინება ვისიმე დასაფარავი განზრახვისა ან ნამოქმედარისა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.