დაშინებული _ შიშით მოცული, შემკრთალი, დამფრთხალი, დაფეთებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაშინება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ ზურგებით მიმართულია ოდნავ მოხრილი თითები, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცინვა“ / „დამცირება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
