დასასრული _ ბოლო, დაბოლოება, დამთავრება, გათავება
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამთავრება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, გაშლილი თითები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ გაშლილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ და მარცხენა _ მარცხნივ, თითების წვერები ეხება სახეს ტუჩებთან, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვვეით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მოძრაობს მარჯვნივ და ქვევით გადაადგილება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის, სახისა და მხრების დონეზე.