დასაქმებული

7

დასაქმებული  _  ვინც დაასაქმეს ან დასაქმდა, ვისაც სამუშაო, სამსახური მისცეს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.