დასაქმება

6

დასაქმება  _  რაიმეს გაკეთების დავალება, საქმის მიჩენა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დავალება“ _ ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ქვევით გადაადგილდება და ზემოდან ედება მარცხენა ხელის მტევანს, გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ _ ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მიმართულია სხეულისკენ, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.