დასაოჯახებელი

9

დასაოჯახებელი  _ დასაქორწინებელი, ვინც უნდა ოჯახი შექმნას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქორწინება“ / „ხელის მოწერა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება კუთხითი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნდა“ / „სჭირდება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.