დარწმუნებული

3

დარწმუნებული  _ დაჯერებული, ვინც დარწმუნდა, სარწმუნოდ მიიჩნია რაიმე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდობა“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით გადადგილდება რკალური ტრაექტორიით და ეხება ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულ, წინ წაწეულ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.