დარწმუნება _ სარწმუნოდ ქცევა (ვინმესთვის), ვინმეს დაჯერება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განმარტება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება; მომდევნო ფაზაში ყველა თითი ფართოდაა გაშლილი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდობა“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა
მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით გადადგილდება რკალური ტრაექტორიით და ეხება ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულ, წინ წაწეულ მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.