დარჭობა _ დასობა, ჩარჭობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჩარჭობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.