დამტკბარი _ ტკბილი, სიტკბომიცემული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტკბო“ _ ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ლოყას და სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.