დამთრგუნველი

7

დამთრგუნველი /დამთრგუნავი  _  დამჯაბნელი, დაბეჩავებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“  _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათრგუნვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.