დამთბარი _ რაც, ვინც დაათბეს ან დათბა, რაც სითბომ მოიცვა, სადაც სითბო დადგა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.