დამიწება

10

დამიწება  _ რაიმე დანადგარის სპეციალური ელექტროგამტარით მიწასთან შეერთება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დენი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეშ“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი, ერთმანეთთან  შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მოძრაობს ქვევით და მარცხენა ხელისგულის ქვემოდან გამოდის. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.