დამიწება

9

დამიწება  _ მიწას მიბარება, მოკვლა, სიკვდილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკრძალვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ერთად შეტყუპებული და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.