დამბალი _ დასველებით დარბილებული, გაჟღენთილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აყროლებული“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები ეხება ლოყას ცხვირთან, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი წინ გამოდის და სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დალბობა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.