დაკვრა

6

დაკვრა  _     რამეზე მაგრად დაბმა, გაკვრა, დამაგრება (თოკით…)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამობმა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, ერთმანეთისკენ და ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.