დაკლული _ რაც დაკლეს, ცხოველი ან ფრინველი, რომელსაც ყელი გამოჭრეს, ან მახვილით მოკლეს
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და განზე გაწეული ცერით მიმართულია ქვევით, მასთან ახლოს განთავსებულია მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ცერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.