დაირა _ ხის რკალზე ცალ მხარეს ტყავგადაკრული საკრავი, რომელსაც ხელის ცემით ხმას გამოაღებინებენ
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.